Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გადავადებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვისა და მატერიალურად წარმოდგენის თარიღი.

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებული და გადავადებული სამაგისტრო ნაშრომების ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვისა და მატერიალურად წარმოდგენის თარიღი:

 

  • სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა: 5 მარტი, 18:00 საათამდე.
  • სამაგისტრო ნაშრომის მატერიალურად წარმოდგენა: 13 მარტი,  17:00 საათამდე.

 

მისამართი: თსუ II აკადემიური კორპუსი, 111-ე ოთახი . 

სამუშაო საათები: 10:00- 17:00 .

 

 

მაგისტრანტმა ფაკულტეტს უნდა წარუდგინოს:

  • სამაგისტრო ნაშრომი (აკინძული);
  • ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word  და PDF ფორმატი) CD დისკზე ჩაწერილი;
  • ID ბარათის ან პასპორტის ასლი;
  • დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ (ფორმა);
  • სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა);
  • ხელმძღვანელის წერილობითი და ხელმოწერილი დასკვნა სამაგისტრო ნაშრომის  საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი); აღნიშნული ეხება, მათ ვისაც წარმოდგენილი არ აქვთ ბაკალავრის დიპლომის და დანართის შესაბამისად დამოწმებული ვერსია.
  • სამაგისტრო ნაშრომის სატიტულო გვერდი უნდა იყოს თანდართული (თავფურცელის შესაბამისი)

 

 

გთხოვთგაეცნოთ:

 

 

  • სამაგისტრო ნაშრომის საბოლოო ვერსია  უნდა აიტვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში. იხილეთ ინსტრუქცია.

  • პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით პლაგიატზე შემოწმების მიზნით იხ.Turnitin-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი  
  • დამატებით იხილეთ განმარტება პროგრამა “Turnitin”-ის სარგებლობის თაობაზე.

 

  • ანტიპლაგიატის პროგრამასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ელ. ფოსტაზე zurab.bitcholashvili@tsu.ge

 

 

ჩამოთვლილი დოკუმენტაციის გარეშე არ მიიღება სამაგისტრო ნაშრომები!